გაფრთხილება კრიპტოსავალუტო ოპერაციებზე

მომხმარებეთა გაფრთხილება MyCoins.ge-ის გვერდზე განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით

შპს „ნიუ დიჯითალ ტექნოლოჯიზ“ მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნასა და თაღლითური ქმედებებისგან მიღებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას, რისთვისაც ის მიმართავს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის და არა მხოლოდ: სისტემის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და შინაარსის კონტროლს, მისი მომხმარებლების ქცევასა და აქტივობაზე დაკვირვებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, მაინც არსებობს მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული მომხმარებელთა დაზარალების რისკები. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ: გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე უცხო პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; გადაამოწმეთ ვის ურიცხავთ ან ვისგან იღებთ თანხას; რა მიზნობრიობით და დანიშნულებით რიცხავთ ან იღებთ თანხას. აღნიშნული რეკომენდაციები არის მინიმალური (და არა ყველა) ქმედებები, რითიც შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ ფინანსური და ლეგალური რისკებისგან.

MyCoins.ge-ის გაფრთხილება კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ MyCoins.ge არ აწარმოებს რეკომენდაციებს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებით და გაფრთხილებთ, რომ კრიტოვალუტებში ინვესტიცია დაკავშირებულია მაღალ რისკებთან, მათ შორის ინვესტიციის მთლიანად დაკარგვის რისკთან. სანამ გადაწყვეტთ კრიპტოვალუტის შეძენა/გაყიდვას, შეისწავლეთ პროდუქტი დეტალურად და გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან, ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებს შესაძლოა დიდი დანაკარგი ახლდეს თან. არ განახორციელოთ თქვენი მთლიანი დანაზოგების ინვესტირება კრიპტოვალუტებში, ჩადეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის მთლიანად დაკარგვაც არ გამოიწვევს თქვენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას.

ავტომატური ყიდვა/გაყიდვა:

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, ავტომატური ყიდვა/გაყიდვა წარმოადგენს მაღალი რისკის მქონე აქტივობას. შეჩერების დავალების ფუნქციის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გესმით აღნიშნული პროდუქტის რისკი და იღებთ სრულ პასუხისმგებლობას შეჩერების დავალების გვერდზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.

მარკეტ ორდერი:

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, თქვენ მიერ შექმნილი მარკეტ ორდერი/Market Order შეიძლება შესრულდეს როგორც სრულად ასევე ნაწილობრივ/არასრულად რაც დამოკიდებულია ორდერის შექმნის დროს სიტემაში არსებული შემხვედრი ორდერების თანხვედრასთან.

ყურადღება Bitcoin-ის, Bitcoin Cash-ისა და Ethereum-ის გადარიცხვა ჩარიცხვასთან დაკავშირებით!

ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ Bitcoin-ის გადარიცხვის დროს მიუთითოთ Bitcoin-ის მისამართი და არ აგერიოთ Bitcoin Cash-ის მისამართში.

ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ Bitcoin Cash-ის გადარიცხვის დროს მიუთითოთ Bitcoin Cash-ის მისამართი და არ აგერიოთ Bitcoin-ის მისამართში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, Ethereum-ის გაგზავნის დროს, მიუთითოთ მხოლოდ Ethereumის მისამართი და არა სხვა Ethereum-ის თოქენის მისამართი.

Ethereum-ს ჩარიცხვრის დროს გაითვალისწინეთ, რომ - MyCoins-ში მითითებულ Ethereumის მისამართზე არ გადმორიცხოთ ERC20 პროტოკოლზე დაარსებული კრიპტოვალუტები.

აპის ჩამოტვირთვა

აპის ჩამოსატვირთად დაასკანირეთ QR-კოდი